Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსთავის აზოტი“  კრედიტორებს ვალდებულებებს ვერ ასრულებს
GBC news
24 August 2016, 12:37

თბილისი (GBC) -  "რუსთავის აზოტი“  კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შეფერხებაზე აცხადებს.

კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნულს ქიმიური მრეწველობის გლობალური კრიზისითა და პროდუქციის ფასების მკვეთრი ვარდნით ხსნის.

„განსაკუთრებით სასუქების წარმოების დარგში პროდუქციის ფასების მკვეთრი ვარდნის და ბუნებრივი გაზის არაადეკვატური მაღალი ღირებულების გამო შპს „რუსთავის აზოტის“ პროდუქცია გახდა არაკონკურენტუნარიანი. შესაბამისად ფერხდება კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან და განიხილება სხვადახვა ვარიანტები. საწარმო აგრძელებს გეგმიური რემონტის განხორციელებას და შემდგომი ფუნქციონირება დამოკიდებული იქნება კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია EBRD-თან და „საქართველოს ბანკთან“ 155 მილიონიან საკრედიტო ხაზზე, თანხის ნაწილი სწორედ არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას უნდა მოხმარებოდა, რითაც  კომპანიის სასესხო ვალდებულებები შემსუბუქდება. 

ამასთან, “რუსთავის აზოტის“ უძრავი და მოძრავი ქონება აუქციონზე იყიდება.

გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საწყისი ფასი პირველ საჯარო აუქციონზე 199 328 134 ლარია.

აუქციონის დანიშვნის საფუძველი შპს „რუსთავის აზოტსა“ და Agrohcim S.A.-ს საკრედიტო დავალიანება გახდა.

კომპანიის უძრავი ქონებები დატვირთულია „საქართველოს ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) იპოთეკითა და გირავნობით.
შპს „რუსთავის აზოტი“ უმსხვილესი საწარმოა ქვეყანაში. მასში 2300 ადამიანია დასაქმებული.

 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი